მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
მივესალმები ქუვეითში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდის მომხმარებლებს,
საქართველოს საელჩო ქუვეითში ფუნქციონირებს 2007 წლიდან. მე გახლავართ საქართვლოს 4-ე ელჩი ქუვეითში, რაც ჩემთვის დიდი პატივი და ამავე დროს სურვილის ერთგვარი ასრულებაც არის, რადგან განათლებით აღმოსავლეთმცოდნე, არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალისტს, ჩემი დიპლომატიური კარიერის მიწურულს, პირველად მომეცა საშუალება ვიმსახურო არაბულ ქვეყენაში.
ახლო აღმოსავლეთთან საქართველოს დიდი ხნის ისტორიული ურთიერთობები აკავშირებს და ჩემი მიზანია ხელი შევუწყო, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ურთიერთობების აღდგენას და განვითარებას ზოგადად ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან რეგიონთან და კერძოდ ქუვეითის სახელმწიფოსთან.
საქართველო-ქუვეითის ურთიერთობები ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენს სახელმწიფოებს შორის პირდაპირი ავია-მიმოსვლის გახსნამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეცადინეობით და ქუვეითის ქართული დიასპორის მონაწილეობითა და ხელშეწყობით, კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი თანამშრომლობა არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროებში.
ღრმა პატივისცემით,
კოსტანტინე ჟღენტი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითში