Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

კონსტანტინე ჟღენტი

დაიბადა 1952 წლის 8 სექტემბერს ქ. თბილისში;

განათლება:

1970-1975 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი (სპეციალობა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების (არაბული) ისტორია);

საქმიანობა:

02.2014-02-2018 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთსა და ტაჯიკეთში;

01.2008-02.2009 საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უნგრეთსა და სერბეთში;

02.2006-01.2008 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ავსტრიასა და უნგრეთში, „ეუთო“–სა და ვენაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში;

09.2004-02.2006 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიასა და უნგრეთში;

09.2000-09.2004 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების და თანამშრომლობის საკითხებზე);

09.1997-09.2000 საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საქართველოს საელჩოში იტალიაში;

1995.09-1997.09 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი;

1992.07-1995.09 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი;

1992.02-1992.07 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

1991.01-1992.02- საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზის დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსი;

სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა:

2018.02-2019.07 ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი;

1976.01-1989.01 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის თანამშრომელი (უმცროს მეცნიერ თანამშრომლიდან, საერთაშორისო ინფორმაციის განყოფილების უფროსამდე);

1982-1983 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი;

24.02.1984–ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (სადისერტაციო თემა–განმათავისუფლებელი მოძრაობა პალესტინაში ინგლისის მანდატის წლებში);

1989.01-1990.01-მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი;

50–მდე სამეცნიერო შრომის და ერთი მონოგრაფის („პალესტინა და პალესტინელები“ თბილისი, „ნაკადული“ 1986 წ.) ავტორი;

1982-1987 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე;

1993 წლის 01.09-01.12- „მიწვეული მეცნიერ–თანამშრომელი“ აშშ–ს ჰარვარდის უნივერსიტეტის „კენედის სკოლაში“(მუშაობდა და კითხულობდა ლექციებს თემაზე–„რუსეთის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში“);

2002-2006 წლებში კითხულობდა ლექციებს („გეოპოლიტიკის“ საკითხები) თბილისის უცხოენათა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე, თბილისის აზიის და აფრიკის ინსტიტუტში, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის კათედრაზე.

2009-2013- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სრული პროფესორი.

საზოგადოებრივი საქმიანობა:

1978-1989 საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საზოგადოება „ცოდნის“ საერთაშორისო მიმომხილველი;

2009-2013 რადიო–ტელევიზია პალიტრის გადაცემა–„აქ და ახლა“–ს ავტორი და წამყვანი;

მრავალი სტატიის ავტორი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებზე.

ოჯახური მდგომარეობა–ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

ფლობს რუსულ, ინგლისურ, არაბულ, იტალიურ ენებს.