Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველო აირჩიეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს წევრად

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რიგით 68-ე გენერალური კონფერანციის ფარგლებში, საქართველო პირველად აირჩიეს სააგენტოს მმართველთა საბჭოს წევრად 2024-2026 წლების ვადით. საბჭოს წევრობა საქართველოს დამატებით შესაძლებლობას მისცემს სააგენტოს ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის მხარდაჭერისათვის, რაც გააძლიერებს ქვეყნის ჩართულობას საერთაშირისო უსაფრთხოების, ბირთვული დაცულობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. 

ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რიგით 68-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით.

დელეგაციის ხელმძღვანელის გამოსვლის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სააგენტოს მნიშვნელობაზე ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის და დაცულობის მიმართულებით. ლაშა დარსალიამ მიმოიხილა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ხაზი გაუსვა აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას. გამოსვლისას მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა  ადგილზე საერთაშორისო ვერიფიკაციისა და მონიტორინგის მექანიზმების არსებობის მნიშვნელობა.