Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის ნოშრევან ლომთათიძის შეხვედრა ქუვეითის სახელმწიფოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ქვეყნის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან, შეიხ ფაჰად ალ-იუსეფ საუდ ალ-საბაჰთან

2024 წლის 17 ნოემბერს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის სახელმწიფოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ქვეყნის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან, შეიხ ფაჰად ალ-იუსეფ საუდ ალ-საბაჰთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობებია და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.