Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქალთა საერთაშორისო ჯგუფთან (IWG) თანამშრომლობით გაიმარათა ქართული კულტურის დღე

2025 წლის 26 იანვარს, ქუვეითში, სასტუმრო “Crowne Plaza”-ში, ქუვეითის საერთაშორისო ქალთა ჯგუფთან (International Women’s Group - IWG) თანამშრომლობით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით: „Women in Georgian History and Women as Ambassadors for Peace“, რომელსაც დაესწრნენ ქუვეითში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და IWG-ს წევრი ქუვეითელი ქალბატონები.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნოშრევან ლომთათიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველო-ქუვეითის მეგობრულ ურთიერთობებზე და ისაუბრა ქალისა და დედის როლზე ქართულ კულტურასა და საზოგადოებაში.
საქართველოში ქალების როლის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ელჩის მეუღლემ მარიკა კოჭლამაზაშვილმა, რომელმაც ისაუბრა როგორც მსოფლიო ისტორიაში ცნობილი ქართველი ქალების, ასევე თანამედროვეობის გამოჩენილი ქალბატონების შესახებ მოდის, ჭადრაკისა და ხელოვნების სფეროებში.
ღონისძიებაზე დიდი მოწონება დაიმსახურა ელენე გამხუაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის მიერ შესრულებულმა ცეკვებმა.
საქართველოს ელჩის მეუღლის კოორდინაციით გაიმართა ქართული ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასი. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გათამაშება ლატარეის პრინციპით, გამარჯვებულებს კი ელჩმა და მისმა მეუღლემ ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. IV საუკუნის პერიოდის ვერძებიანი ოქროს სამაჯურის თითბერის ასლები გადასცეს. ღონისძიების სტუმრებმა ქართული კერძები დააგემოვნეს.