ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნოშრევან ლომთათიძე ქუვეითის ეკონომიკური საზოგადოების თავმჯდომარეს მიშარ ალ-აბდულჯალილს შეხვდა
2024 წლის 10 ივნისს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის სახელმწიფოს ეკონომიკური საზოგადოების თავმჯდომარესთან მიშარი ალ-აბდულჯალილთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს და ქუვეითის სახელმწიფოს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებს. მხარეებმა საზოგადოების წევრი ქუვეითური კომპანიებისთვის საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს პოპულარიზაციისა და ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების გამართვაზე იმსჯელეს.