ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის სახელმწიფოს ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილესთან და ტურიზმის სექტორის ხელმძღვანელთან ოსამა ალ-მეხიალთან
2026 წლის 31 აგვისტოს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის სახელმწიფოს ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილესთან და ტურიზმის სექტორის ხელმძღვანელთან, ოსამა ალ-მეხიალთან, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
