ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის სახელმწიფოს ალ-აჰმადის რეგიონის გუბერნატორთან, შეიხ ჰომოუდ ჯაბერ ალ-აჰმად ალ-საბაჰთან
2026 წლის 2 ნოემბერს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის სახელმწიფოს ალ-აჰმადის რეგიონის გუბერნატორთან, შეიხ ჰომოუდ ჯაბერ ალ-აჰმად ალ-საბაჰთან, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
