ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ნოშრევან ლომთათიძე ქუვეითის ავიახაზების თავმჯდომარეს კაპიტან აბდულმოსენ ალფაგაანს შეხვდა
2025 წლის 27 მაისს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის ავიახაზების თავმჯდომარესთან, კაპიტან აბდულმოსენ ალფაგაანთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ქუვეითის სახელმწიფოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და ქუვეითში საქართველოს ცნობადობის ამაღლების ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები.