ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის (KISR) გენერალურ დირექტორთან დოქტორ ფაისალ სალმან ალჰუმაიდანთან
2026 წლის 28 სექტემბერს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის (KISR) გენერალურ დირექტორთან, დოქტორ ფაისალ სალმან ალჰუმაიდანთან, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
