Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს ქუვეითის აგროსასურსათო საერთაშორისო გამოფენაზე

15-16 დეკემბერს, ქუვეითის სახელმწიფოში გაიმართა ქუვეითის აგრო სასურსათო საერთაშორისო გამოფენა (KIAFE), რომელშიც ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და აზიისა და ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო შვიდმა ქართულმა კომპანიამ: შპს „პლანტველი“, შპს „კულა“, შპს „კონა, შპს „ოაზის ვერიტას“, შპს „მეფუტკრეთა ალიანსი 2020“, შპს „პერსპექტივა 3“ და შპს „ქალაქური“.

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო 50-მდე დასახელების ქართული წარმოების პროდუქცია: უალკოჰოლო სასმელი, მურაბა, ჯემი, ჩაი, თაფლი, ჩირი და თხილეული. გამოფენაზე ასევე მოეწყო ქუვეითში საქართველოს საელჩოს კუთხე, რომელზეც ასევე ქართული პროდუქცია იქნა განთავსებული.

ღონისძიებაში აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, დავით ცირდავას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა: ირაკლი ჩოკორაიამ, აიაზ აბდულაევმა და პაატა ბერაიამ