ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნოშრევან ლომთათიძე ქუვეითში დიპლომატიური კორპუსის დუაიენს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს ზუბაიდულო ზუბაიძოდას შეხვდა
2026 წლის 5 მარტს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითში დიპლომატიური კორპუსის დუაიენთან, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზუბაიდულო ზუბაიძოდასთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქუვეითში არსებულ სიტუაციასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
