ელჩის ნ. ლომთათიძის შეხვედრა არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ვ. ალ-ბაჰართან
2025 წლის 8 აპრილს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (Kuwait Fund for Arab Economic Development - KFAED) გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ვალიდ ალ-ბაჰართან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ქუვეითის სახელმწიფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები.