Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის ნოშრევან ლომთათიძის შეხვედრა ქუვეითის სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, შეიხ, დოქტორ აბდულაჰ მიშალ ალ-საბაჰთან

2025 წლის 23 თებერვალს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, შეიხ, დოქტორ აბდულაჰ მიშალ ალ-საბაჰთან, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე საგარეო ურთიერთობების საკითხებში, შეიხა დოქტორ შამაილ აჰმედ ხალედ ალ-საბაჰი და თავდაცვის სამინისტროს ადგილობრივი უზრუნველყოფისა და ფინანსური საკითხების ხელმძღვანელი, დოქტორი, ვაელ ნასსერ ალ-საბაჰი.