ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ევროპის საკითხებში ელჩთან ნაჯეებ ალ-ბადერთან
2026 წლის 21 ივლისს ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ევროპის საკითხებში, ელჩთან, ნაჯეებ ალ-ბადერთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.
