Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
ირაკლი კობახიძემ ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და ამ კუთხით ქუვეითის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია.
ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაური ქუვეითში ვიზიტით მიიწვია. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰი საქართველოში მოიწვია.