ქუვეითში მართლმადიდებლურ, ბერძნულ ეკლესიაში, არქიმანდრიტმა ეფრემ ტოუმიმ, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
2026 წლის 27 მარტს, 10:00 საათზე, ქუვეითში მართლმადიდებლურ, ბერძნულ ეკლესიაში, არქიმანდრიტმა ეფრემ ტოუმიმ, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ლოცვა არაბულ, ბერძნულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე აღევლინა. პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს ელჩი, უცხოური დიპლომატიური კორპუსის წევრები, ქუვეითში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ეკლესიის ადგილობრივი მრევლი.
