რწმუნებათა სიგელების გადაცემა ქუვეითის ემირს
2024 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ქუვეითის სახელმწიფოს ემირს, მის უმაღლესობა, შეიხ მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველო-ქუვეითის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. ქუვეითის სახელმწიფოს ემირმა საქართველოს ელჩს წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.