ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის საინვესტიციო ფონდის (KIA) მმართველ დირექტორთან, შეიხ საუდ სალემ აბდულაზიზ ალ-საბაჰთან
2025 წლის 11 მარტს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის საინვესტიციო ფონდის (KIA) მმართველ დირექტორთან, შეიხ საუდ სალემ აბდულაზიზ ალ-საბაჰთან. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები. 2025 წელს ქუვეითის საინვესტიციო ფონდის აქტივების მოცულობამ 1.03 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.