ელჩის ნოშრევან ლომთათიძის შეხვედრა ქუვეითის სასტუმროს მფლობელთა ასოციაციის (KHOA) გენერალურ მდივანთან მოჰამედ ნაჯიასთან
2024 წლის 24 ოქტომბერს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის სასტუმროს მფლობელთა ასოციაციის (KHOA) გენერალურ მდივანთან მოჰამედ ნაჯიასთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ქუვეითის სახელმწიფოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. საუბარი შეეხო ქუვეითური კომპანიებისთვის საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული მიმართულების საინვესტიციო პროექტების გაცნობის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების გამართვის საკითხებს.