ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს ელჩი ნ. ლომთათიძე ქუვეითის ნავთობის კომპანიის CEO-ს, შეიხ ნავაფ საუდ ნასირ ალ-საბაჰს შეხვდა
2025 წლის 30 აპრილს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის ნავთობის კომპანიის (Kuwait Petroleum Company - KOC) მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს (CEO), შეიხ ნავაფ საუდ ნასირ ალ-საბაჰთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ქუვეითის სახელმწიფოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები.