Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქუვეითის სახელმწიფოს სავაჭრო და სამრეწველო პალატაში (KCCI) გაიმართა სემინარი GEORGIAN FOOD PRODUCTS ONLINE ROADSHOW

ქუვეითში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, 2026 წლის 7 მაისს, ქუვეითის სახელმწიფოს სავაჭრო და სამრეწველო პალატაში (KCCI) გაიმართა სემინარი: GEORGIAN FOOD PRODUCTS ONLINE ROADSHOW, რომელშიც ონლაინ რეჟიმში მონაწილეობა მიიღეს საკვები პროდუქტების იმპორტიორმა 25 ქუვეითურმა კომპანიამ და ხორცის, რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორმა 10 ქართულმა კომპანიამ.
ღონისძიება გახსნეს ქუვეითის სახელმწიფოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის (KCCI) გენერალური დირექტორის მოადგილემ, ფირას აიოდამ და ქუვეითში საქართველოს ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ. საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის განვითარების კონსულტანტმა, რომან კეჟერაშვილმა.
ქართული კომპანიების „Lasharela“, “AgroQiziki”, “Sadili”, “National Delicacy”, “Lucky”, Tiriphoni Fruits”, “Khoni Plantations”, “Plantvalley”, “Agrolane” და საქართველოს მოცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა პირებმა ქუვეითურ კომპანიებს გააცნეს საკუთარი პროდუქცია და განიხილეს საკვები პროდუქტების ქუვეითში იმპორტირების შესაძლებლობები.