ქუვეითში საქართველოს ელჩი ნოშრევან ლომთათიძე ქუვეითის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს პროფესორ აბდალრაჰმან ალსულაილის შეხვდა
2025 წლის 20 მაისს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, პროფესორ აბდალრაჰმან ალსულაილისთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ქუვეითის უნივერსიტეტებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები.