ურთიერთობები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის დამყარდა 1992 წლის 20 ოქტომბერს.
საქართველოს ელჩები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში:
- როლანდ ბერიძე - (რეზიდენციით ქ. ქუვეითი) 20.06.2014-01.07.2019
- ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (რეზიდენციით ქ. ქუვეითი) 17.04.2009 - 31.10.2012
- გოჩა ჯაფარიძე (რეზიდენციით ქ. ქუვეითი) 01.01.2007-16.04.2009
- ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (რეზიდენციით ქ. ამანი) (06.09.2004-01.01.2007).
თანამშრომლობის სფეროები
– ხორციელდება პოლიტიკური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში;
– მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის საქმეში თეორიულ-პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით;
– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებისთვის შეღავათიანი და გამარტივებული სავიზო რეჟიმების დასაწესებლად სამართლებრივი ბაზის შემუშავების მიზნით;
– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობისთვის სამართლებრივი ბაზის შემუშავების მიზნით;
– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისთვის სამართლებრივი ბაზის მომზადების მიზნით;
– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საკითხების მოსაწესრიგებლად სამართლებრივი ბაზის მომზადების მიზნით.
ეკონომიკური თანამშრომლობა
სავაჭრო ბრუნვა 2011-2018 წლებში (მილიონი აშშ დოლარი):
წელი
|
ექსპორტი
|
იმპორტი
|
2018
|
5.17
|
21.63
|
2017
|
37.44
|
144.75
|
2016
|
32.01
|
138.28
|
2015
|
28.1
|
212.8
|
2014
|
28.1
|
198.9
|
2013
|
69.9
|
184.5
|
2012
|
9.7
|
35.2
|
2011
|
40.0
|
226.4
|
სავაჭრო ბრუნვა 2000-2008 წლებში (ათასი აშშ დოლარი):
წელი
|
ექსპორტი
|
იმპორტი
|
2000
|
591.4
|
9,774.5
|
2001
|
1,254.2
|
8,242.9
|
2002
|
2,065.0
|
6,239.2
|
2003
|
1,011.3
|
19,834.5
|
2004
|
2,786.7
|
46,710.8
|
2005
|
3,942.8
|
72,988.2
|
2006
|
22,877.5
|
109,124.1
|
2007
|
18 638.0
|
214 721.0
|
2008
|
11 228.6
|
272 665.9
|
არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები (მილიონი აშშ დოლარი):
2010
|
2011
|
2012
|
2013
|
2014
|
2015
|
2016
|
2017
|
55.5
|
52.4
|
24.4
|
62.0
|
- 2.5
|
11.1
|
0
|
67.72
|
არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები (ათასი აშშ დოლარი):
2003
|
2004
|
2005
|
2006
|
2007
|
2008
|
291.0
|
-
|
280.5
|
422.6
|
130 858.7
|
306 576.0
|
საქართველოდან განხორციელებული ვიზიტები:
– 2007 წლის 14-18 თებერვალი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
– 2007 წლის 17 - 21 სექტემბერი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
– 2008 წლის - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
– 2008 წლის 13–15 თებერვალი – საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბატონი ვლადიმერ გურგენიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
– 2008 წლის 21–23 აპრილი – საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბატონი ვლადიმერ გურგენიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
– 2009 წლის 26-28 თებერვალი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
– 2009 წლის 31 ოქტომბრი – 2 ნოემბრი - საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონი ნიკა გილაურის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
– 2010 წლის 12-15 თებერვალი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ნიკა გილაურის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
– 2010 წლის 26-27 თებერვალი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
– 2010 წლის 19 ივნისი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
- 2010 წლის 23–25 ნოემბერი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ქალბატონი რუსუდან კემულარიას სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთაინებულ საემიროებში;
- 2014 წლის 16-17 სექტემბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
- 2016 წლის 11-12 აპრილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
- 2018 წლის 9-11 აპრილი - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
- 2018 წლის 10-11 აპრილი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
- 2019 წლის 25 აპრილი, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის.
არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან განხორციელებული ვიზიტები:
- 2009 წლის 20 ივნისი - არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრის მისი უმაღლესობა შეიხ აბდალა ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანის ვიზიტი საქართველოში, ქ.ბათუმში.
- 2017 წლის 17-18 ივლისი - არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მისი უმაღლესობა შეიხ აბდალა ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ქ.თბილისში.
სამართლებრივი ბაზა:
– "შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებზე და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ"; ხელი მოეწერა 2010 წლის 23 ნოემბერს;
- საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება; ხელი მოეწერა 2017 წლის 17 ივლისს, თბილისში;
- საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი; ხელი მოეწერა 2017 წლის 17 ივლისს, თბილისში (ძალაში შესვლის თარიღი 23.08.2017).
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; ხელი მოეწერა 2018 წლის 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში.