ურთიერთობები საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის დამყარდა 1992 წლის 3 სექტემბერს.
საქართველოს ელჩები ქუვეითის სახელმწიფოში:
- კონსტანტინე ჟღენტი (19.09.2019 - დღემდე)
- როლანდ ბერიძე (20.06.2014 - 01.07.2019)
- ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (17.04.2009-31.10.2012).
- გოჩა ჯაფარიძე (01.01.2007- 16.04.2009),
- ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (06.09.2004-01.01.2007).
თანამშრომლობის სფეროები
– ხორციელდება პოლიტიკური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში;
– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის ინვესტიციების დაბანდებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სამართლებრივი ბაზის მომზადების მიზნით;
– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის განსახორციელებლად სამართლებრივი ბაზის შექმნის მიზნით;
– დამყარდა აქტიური კონტაქტი ქუვეითის ფონდთან, ქუვეითის საინვესტიციო საზოგადოებასთან და სავაჭრო პალატასთან. მოხდა ქუვეითის ფონდის მიერ თანხმობის მიცემა თბილისის გზების რეაბილიტაციის 17-მილიონიანი პროექტის დასაფინანსებლად;
– განხილვის სტადიაშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, მათ შორის საქართველოში 12-კილომეტრიანი ავტობანის მშენებლობა (29 მლნ დოლარის ღირებულების), ტურიზმის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სხვა, რომლებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა ქუვეითის მხარესთან.
– საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის 2007 წლიდან მოქმედებს გამარტივებული სავიზო რეჟიმი;
ეკონომიკური თანამშრომლობა
სავაჭრო ბრუნვა 2000-2008 წლებში (ათასი აშშ დოლარი):
წელი
|
ექსპორტი
|
იმპორტი
|
2017
|
80.0
|
5.0
|
2000
|
0.1
|
-
|
2001
|
-
|
1.1
|
2002
|
2.4
|
-
|
2003
|
12.0
|
-
|
2004
|
-
|
58.9
|
2005
|
-
|
35.9
|
2006
|
-
|
234.1
|
2007
|
-
|
850
|
2008
|
4.0
|
1 805.5
|
საქართველოდან განხორციელებული ვიზიტები:
– 2006 წლის 17-18 აპრილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ზურაბ ნოღაიდელის ოფიციალური ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;
– 2007 წლის 17–18 თებერვალი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;
– 2007 წლის 17–20 აპრილი – სრულიად საქართველოს პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II–ის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;
– 2009 წლის 13-15 ოქტომბერი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;
– 2009 წლის 21-22 დეკემბერს - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;
– 2010 წლის 1-3 თებერვალი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონი ივანე მერაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში.
– 2010 წლის 16-17 თებერვალი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ნიკა გილაურის ოფიციალური ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში.
– 2010 წლის 31 მაისი - ორმხრივი კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის;
– 2010 წლის 22-24 ივნისი - საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;
- 2010 წლის 23 ნოემბერი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბატონი ალექსანდრე ხეთაგურის სამუშაო ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;
- 2016 წლის 25 იანვარი, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-2 რაუნდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის;
- 2016 წლის 23-25 მარტი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი დავით უსუფაშვილის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში.
- 2018 წლის 12-13 თებერვალი - საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი მიხეილ ჯანელიძის სამუშაო ვიზიტი
ქუვეითის სახელმწიფოში.
- 2019 წლის 13-15 თებერვალი - საქართველოს პარლამენტის ქუვეითის სახელმწიფოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში.
- 2020 წლის 2-4 თებერვალი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში (დელეგაციას ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ქარსელაძე).
ქუვეითიდან განხორციელებული ვიზიტები:
- 2006 წლის 14 სექტემბერი - ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის მისი უმაღლესობა შეიხ ნასერ მუჰამად ალ-აჰმედ ალ-საბაჰის ვიზიტი საქართველოში.
- 2015 წლის 9-14 აპრილი - ქუვეითის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში.
სამართლებრივი ბაზა
საქართველოსა და ქუვეითს შორის ხელმოწერილია შემდეგი ორმხრივი დოკუმენტები:
– შეთანხმება საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სტატუსის შესახებ(16.07.2003);
– შეთანხმება საჰაერო მომსახურების შესახებ საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის (26.11.1996);
– ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის (21.11.1996);
– შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შეასახებ (13.10.2009);
– შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ (13.10.2009);
– ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ (31.05.2010);
– შეთანხმება თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის დაარსების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის (31.05.2010);
- შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ (25.01.2016).
- ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საუდ ალ-საბაჰისდიპლომატიურ სასწავლებელს შორის საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ (25.01.2016).
- საქართველოსა და ქუვეითს შორის გაფორმდა „მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმი ( 27.11.2109 - ხელი მოეწერა ლონდონში გამართულ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 31-ე სესიის ფარგლებში).
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დელეგაციის 2020 წლის 2-4 თებერვალს განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბ-ნი ირაკლი ქარსელაძე 4 თებერვალს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც სრულად აღდგება და კიდევ უფრო გაფართოვდება თანამშრომლობა ქუვეითის ფონდთან.
- საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და ქუვეითის სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის ოქმი (31.07.2020).