საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ბატონი კონსტანტინე ჟღენტის შეხვედრა Dar al-Athar al-Islamyyah-ს დამფუძნებელთან და გენერალურ დირექტორთან მის აღმატებულება შეიხა ჰესა საბაჰ ალ-სალემ ალ-საბაჰთან

21.09.2022 ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა შეხვედრა გამართა ქუვეითის მმართველი ოჯახის ერთ-ერთ თვალსაჩინო და საყოველთაოდ ცნობილ წარმომადგენელთან კულტურის სფეროში,  დარ ალ-ათარ ალ-ისლამიას Dar al-Athar al-Islamyyah (DAI) (კულტურული ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს ქუვეითის კულტურის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ეროვნული საბჭოს ეგიდით) დამფუძნებელთან და გენერალურ დირექტორთან და ასევე ალ-საბაჰების კოლექციის თანამფლობელთან, მის აღმატებულება შეიხა ჰესა საბაჰ ალ-სალემ ალ-საბაჰთან (H.E. Sheikha Hussa Sabah al-Salem al-Sabah).

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქუვეითსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებას კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში.