ქუვეითში საქართველოს ელჩი ნ. ლომთათიძე ქუვეითის კულტურის, ხელოვნებისა და დამწერლობის ეროვნული საბჭოს გენერალურ მდივანს დოქტორ მ. ალჯასსარს შეხვდა
2025 წლის 28 აპრილს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა ქუვეითის კულტურის, ხელოვნებისა და დამწერლობის ეროვნული საბჭოს გენერალურ მდივანთან, დოქტორ მუჰამად ალჯასსართან. მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ქუვეითის სახელმწიფოს შორის კულტურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები.