საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა, მონაწილეობა მიიღო პრეზენტაციაში სახელწოდებით “Meet in Georgia”

2023 წლის 23 იანვარს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა, მონაწილეობა მიიღო პრეზენტაციაში სახელწოდებით “Meet in Georgia”, რომელიც ორგანიზებული იყო ქუვეითის ავიახაზების ,,Jazeera Airways’’-ის ხელმძღვანელობის და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაციის მიერ. ღონისძიების მიზანი იყო არა მხოლოდ ქუვეითიდან და მთლიანად ყურის რეგიონიდან, საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდის ხელშეწყობა, არამედ დამსწრეთა დაინტერესება საქართველოში ბიზნესის წარმოების და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებით. 
ღონისძიება გაიმართა ქუვეითის ახლად აშენებულ სასტუმრო Waldorf Astoria-ში, რომელსაც  დაესწრო ქუვეითის და ქუვეითში მომუშავე  ყურის და აზიის ქვეყნების ტურისტული და სატრანსპორტო კომპანიების 100 ზე მეტი წარმომადგენელი.