საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტურისტული და საავიაციო ფორუმი ქუვეითში

2022 წლის 18 აპრილს ქუვეითის მოგზაურობის და ტურისტული სააგენტოების ასოციაციის და  სამოქალაქო ავიაციის ეგიდით სასტუმრო “Four Seasons”-ში გაიმართა ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო 300-მდე ადგილობრივი და უცხოური ტურისტული სააგენტო და ქუვეითში მოქმედი ავიაკომპანიები.

ღონისძიებაზე “Georgian Airways”-ის პარტნიორებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომლის თანახმადაც დაანონსდა, რომ ქუვეითის მიმართულებით 28 აპრილს ფრენას დაიწყებს ქართული ავიაკომპანია. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ჟღენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთი ავიაკომპანიის ოპერირება საქართველოდან ქუვეითის მიმართულებით ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების გამყარებას, რაც დადებითად აისახება როგორც ქუვეითისა და საქართველოს ეკონომიკაზე ასევე ხალხთა შორის ურთიერთობების დამყარებაზე.