საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
დიასპორული საინფორმაციო ბიულეტენი
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის
დიასპორა
საკონსულო ინფორმაცია
e-Visa
საკონსულო მომსახურებები
მისამართი და მიღების საათები
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ საგრანტო კონკურსების პირველი ეტაპი დასრულდა.
კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენდა კანდიდატების განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობდა საგრანტო პროგრამით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენას და ამისათვის პროგრამით განსაზღვრული ვადების დაცვას.
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო ხასიათის საკითხი და შეთანხმდნენ კონკურსანტებთან გასაუბრების გრაფიკზე, ასევე გამოთქვეს მოსაზრებები კრიტერიუმებზე, რომლებსაც ისინი მიანიჭებენ კანდიდატების შერჩევის დროს. კერძოდ, მათ მოტივაციას, დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, ინფორმირებულობას პროგრამების, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდა კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ განმცხადებელთა ვინაობა, რომლის შესახებ წერილობით ეცნობება საგრანტო კონკურსებში მონაწილე ყველა პირს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამები მიზნად ისახავენ ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოვებას. ამ მიზნით, საგრანტო პროგრამების ფარგლებში, შემდეგ ეტაპზე შერჩეული გამარჯვებულები, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA 2-ის ფარგლებში.
Tweet
მისალსალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი