საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის მილოცვა ქუვეითის ეროვნული დღის 62-ე წლისთავთან და ქუვეითის განთავისუფლების დღის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით

22.02.2023 - ქუვეითის ინგლისურენოვან გამოცემა Times Kuwait-ში გამოქვეყნდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისი აღმატებულება ბატონი კონსტანტინე ჟღენტის მილოცვა ქუვეითის ეროვნული დღის 62-ე წლისთავთან და ქუვეითის განთავისუფლების დღის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით.

ელჩმა საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით 25 და 26 თებერვალი ქუვეითის ეროვნული და განთავისუფლების დღეები მიულოცა მის უმაღლესობა ქუვეითის ემირს შეიხ ნავაფ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰს, ქუვეითის ტახტის მემკვიდრეს მის უმაღლესობა შეიხ მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰს,  ქუვეითის მთავრობას, მეგობარ ქუვეითელ ხალხს და  წარმატებებები და კეთილდღეობა უსურვა.

ქუვეითსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წელს.

ჩვენ ვაფასებთ ქუვეითის მუდმივ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მეგობრული ურთიერთობები წარმატებით განვითარდა პოლიტიკის, ეკონომიკის და კულტურის სფეროში.

ტურისტული და ბიზნეს საქმიანობა ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებით ვითარდება 2017 წლიდან ქუვეითიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყების შემდეგ.

ამ ხნის განმავლობაში ქუვეითიდან საქართველოს ესტუმრა 40 000-ზე მეტი ტურისტი, სტუდენტი და ბიზნესმენი.

ვიმედოვნებთ, რომ არა მხოლოდ ჩვენს მთავრობებს, არამედ ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ბიზნესის, კულტურისა და განათლების სფეროში - ნათქვამია ელჩის მილოცვაში.

 https://timeskuwait.com/news/georgia-congratulates-kuwait-on-the-occasion-of-national-day-and-liberation-day-2023/