საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
დიასპორული საინფორმაციო ბიულეტენი
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის
დიასპორა
საკონსულო ინფორმაცია
e-Visa
საკონსულო მომსახურებები
მისამართი და მიღების საათები
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
30 დეკემბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2022“ ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ცერემონიას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წლევანდელ ღონისძიებაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში: ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი; მეცნიერებაში შეტანილი წვლილი; სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილი; ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი; წლის წარმატებული სპორტსმენი; საქართველოს უცხოელი მეგობარი; სპეციალური პრიზი.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნომინაცია „საქართველოს უცხოელი მეგობარი“, რომელშიც ირლანდიისა და იაპონიის წარმომადგენლებმა - კინგლსი თომას აიკინსმა და ტაკიჰიდე ჰარადამ გაიმარჯვეს. უცხოელმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მათთვის საქართველოსა და ქართული კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანია გამოავლინოს და წარმოაჩინოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიაღწიეს პროფესიულ წარმატებას და ამასთან, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციაში.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის კამერეტა, მგალობელთა გუნდი „ჯორჯიან ფოლკსი“, ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლები - „საქართველო“ (ნიდერლანდების სამეფო), „თამარიონნი“ (პარიზი), „კავკასია“ (ათენი), ბავშვთა ანსამბლი „ვაზი“ (ბარსელონა), „ჩვენ დავბრუნდებით“ (ანტვერპენი) და ფოლკლორული საბავშვო ანსამბლი „პატრიარქის ნათლულები“.
გამარჯვებულ ნომინანტებს გადაეცემათ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის - ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის, მოოქროვილი ფირფიტის ასლი.
Tweet
მისალსალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი