საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილი ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან ერთად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად,  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
 
ილია დარჩიაშვილი დაესწრება შეხვედრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების-მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
 
ღონისძიების ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.