ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მოგესალმებით ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე

55555555555555_2.jpgმოგესალმებით  ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ჩვენი მისიაა წარმოვადგინოთ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ქუვეითში, ხოლო  საელჩოს საქმიანობის უმთავრეს ამოცანას საქართველოსა და ქუვეითს შორის ურთიერთობის გაღრმავება და გაძლიერება წარმოადგენს.

ქუვეითი  ყურის არაბთა სახალმწიფოების  თანამშრომლობის საბჭოს წევრებს  შორის პირველი ქვეყანა გახლავთ, რომელთანაც საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.  ქუვეითი მუდამ იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი. ჩვენ ყოველთვის მადლიერებით გვეხსომება ის  უხვი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქუვეითის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ, ქუვეითის ემირის მკაფიო მხარდაჭერით, გამოუგზავნა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებში.

ბოლო წლების განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიურად და თანმიმდევრულად  უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ  ვითარდებოდა.  ამ თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი სამართლერბრივი ბაზა შეიქმნა მნიშვნელოვანი შეთანხმებებისა და მემორანდუმების სახით. ორივე მხრიდან შედგა მაღალი დონის სამთავრობო ვიზიტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს ჩვენი ურთიერთობების გამყარებას. თუმცა, მე მწამს, რომ  უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია  ჩვენი ურთიერთობების გააქტიურების კუთხით, განსაკუთრებით საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთნხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. ღრმა და ყოვლადმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმება ხელს შეუწყობს ევროსტანდარტებთან თანდათან დაახლოებას და შექმნის სტაბილურ და გამჭირვალე  ბიზნეს გარემოს, რომელიც მკვეთრად გაზრდის საქრთველოს მიმზიდველობას უცხო ქვეყნის ინვესტორებისთვის, მათ შორის ჩვენი ქუვეითელი პარტნიორებისთვისაც.  მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი რეალობა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ვებგვერდი თქვენთვის საინტერესო და ინფორმატიული იქნება. ვებგვერდის მომხმარებლები, როგორც საქართველოს ქუვეითელი მეგობრები, ასევე ქუვეითში მცხოვრები ქართველები მიიღებენ ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას და ასევე შეიტყობენ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

 

     მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ვებგვერდის სტუმრობისათვის.

 

     საუკეთესო სურვილებით,

 

       როლანდ ბერიძე

      ელჩი

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ