ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 18.05.2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე - „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა".  

 
განთავსების თარიღი: 17.05.2017

2017 წლის 17 მაისს სასტუმრო Courtyard Marriott-ში საქართველოს ელჩი როლანდ ბერიძე დაესწრო ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანია Interco Travel Group-ის მიერ, საქართველოს როგორც მზარდი ტურისტული მიმართულების შესახებ გამართულ პრეზენტაციას ქუვეითში არსებული წამყვანი ტურ ოპერატორებისა და კომპანიებისთვის. ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ტურისტული, კულტურული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 08.05.2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს,დონალდ ტრამპს შეხვდა.

 
განთავსების თარიღი: 06.05.2017

6.05.2017 - 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი - Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.

 
განთავსების თარიღი: 02.05.2017

2.05.2017 თბილისი - 2017 წლის 2 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან.  შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ გაერო-ს ელჩებს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 3 4 5
7 9 10 11 12 13
14 15 16 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ