ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 14.02.2017

თებერვალი 12-14, 2017 - ქუვეითში საქართველოს საელჩოსთან კოორდინაცით სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზირებულმა კომპანია გეომედტურმა, გიორგი და ნინო კობახიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ქუვეითში სამედიცინო ტურიზმის კონფერენცია-გამოფენის ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო ჯუმერა მესილაში გაიმართა. მისი აღმატებულება როლანდ ბერიძე, საქართველოს ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს პავილიონს ეწვია,

 
განთავსების თარიღი: 08.02.2017

07.02.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. 

 
განთავსების თარიღი: 02.02.2017

02.02.2017 ბრიუსელი - ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე.ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცეს 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 9 10 11
12 13 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ