ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია ემიგრაციაში არალეგალურად მყოფ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების დახმარება ჯანმრთელობასთან და სამშობლოში იძულებით დაბრუნებისგან გამოწვეულ ფსიქოლოგიური პრობლემებთან,  დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებთან თუ შემოსავლის წყაროს არარსებობასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით), რომლებიც:

  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;
  • სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით.

 პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სერვისებია:

  • სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება (მათ შორის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია), რომელიც 1 000 ლარის ფარგლებში ფინანსდება;
  • ბენეფიციართა შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის სოციალური პროექტების დაფინანსება 4 000 ლარის ფარგლებში;
  • დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში;
  • საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი ემიგრანტების დაბრუნებისთანავე, აეროპორტში სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში ხდება მათი დროებითი განთავსების უზრუნველყოფა არაუმეტეს 4 ღამით;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვის ხელშეწყობა.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. 2017 წლის სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებია:

  • ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი
  • ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი"
  • ა(ა)იპ ფონდი „აფხაზინტერკონტი"
  • ა(ა)იპ „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ბათუმი";
  • ა(ა)იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი"

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია: 

ტელეფონი(+995) 32 243 11 00; (+995) 32 231 13 37

ელფოსტაreintegration@mra.gov.ge

მისამართითამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო

ვებ-გვერდიwww.mra.gov.ge

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ