ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქუვეითის წამყვანი ტუროპერატორებისა და კომპანიებისათვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 17 მაისს სასტუმრო Courtyard Marriott-ში საქართველოს ელჩი როლანდ ბერიძე დაესწრო ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანია Interco Travel Group-ის მიერ, საქართველოს როგორც მზარდი ტურისტული მიმართულების შესახებ გამართულ პრეზენტაციას ქუვეითში არსებული წამყვანი ტურ ოპერატორებისა და კომპანიებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდა Interco Travel Group-ის დამფუძნებელი ნინო მახვილაძე.ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ტურისტული, კულტურული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. მან მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა ინფორმაცია პროგრამების "გადაიღე საქართველოში'' და "ისწავლე საქართველოში'' შესახებ. ღონისძიების სტუმრებს მიეწოდა ინფორმაცია ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევის შესახებ და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ფაქტი წარმოადგენს ტურიზმის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისა და პროგრესის საერთაშორისო აღიარებას.საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებულ ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა სფეროში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღის მნიშვნელობას.Interco Travel Group-მა და ქუვეითურმა ავიაკომპანია Wataniya Airways-მა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ