ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
თბილისის მერი დავით ნარმანია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრეზიდენტს და დუბაის მმართველს შეხვდა

2-4 აპრილი 2017 - თბილისის მერი დავით ნარმანია 2 აპრილს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ მინისტრს, ვიცე-პრეზიდენტს და დუბაის მმართველს, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს და საამიროების ეკონომიკის მინისტრს, სულთან ბენ საიდ ალ მანსურის დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში თბილისის მერთან ერთად საქართველოს ელჩი ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში როლანდ ბერიძე მონაწილეობს.

.დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, საამიროების ეკონომიკის მინისტრმა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

 დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ მაღალი რანგის შეხვედრაზე დავით ნარმანიამ საამიროების მთავრობას თბილისში დაგეგმილი ორი მნიშვნელოვანი პროექტის: მრავალდონიანი ავტოპარკინგების მშენებლობის და თბილისის ზღვის განვითარების გეგმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმედი გამოთქვა, რომ არაბული მხარე ისევე, როგორც აქამდე, აღნიშნული საინვესტიციო პროექტებითაც დაინტერესდება.

შეხვედრის შემდეგ, თბილისის მერი ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის გახსნის ცერემონიალს დაესწრო და საამიროების პრემიერ-მინისტრთან, ასევე, მთავრობის წევრებთან ერთად 2017 წლის მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მოწყობილი ექსპოზიცია დაათვალიერა.

მოგვიანებით, დავით ნარმანიამ შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო საინვესტიციო საბჭოს გენერალურ მდივანთან, ჯამალ საიფ ალ ჯარვანთან, სადაც თბილისის მერმა ზემოაღნიშნული პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრა. საინვესტიციო საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო და მისი ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჯამალ საიფ ალ ჯარვანის თქმით, გაერთიანებული საამიროების როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს საქართველოსთან, ეს კავშირები ყოველწლიურად ღრმავდება და საინვესტიციო თვალსაზრისით თბილისი არაბი ინვესტორებისთვის გამორჩეულად საინტერესო ქალქია. 

საინვესტიციო საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობას, ასევე, ინვესტორებისთვის ხელსაყრელ გარემოს და ქვეყანაში არსებულ მოქნილ საკანონმდებლო ნორმებს.

დავით ნარმანიას თქმით, საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმებები შედგა. 

დღის ბოლოს, დავით ნარმანია არაბეთის გაერთიანებული საამიროების მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM) მიერ ორგანიზებულ გალა ვახშამს დაესწრო.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 4 5 6 7 8
10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ