ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
კომპანია გეომედტურმა მონაწილეობა მიიღო ქუვეითში გამართულ სამედიცინო ტურიზმის კონფერენცია-გამოფენაზე

თებერვალი 12-14, 2017 - ქუვეითში საქართველოს საელჩოსთან კოორდინაცით სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზირებულმა კომპანია გეომედტურმა, გიორგი და ნინო კობახიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ქუვეითში სამედიცინო ტურიზმის კონფერენცია-გამოფენის ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო ჯუმერა მესილაში გაიმართა.

მისი აღმატებულება როლანდ ბერიძე, საქართველოს ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს პავილიონს ეწვია, სადაც გეომედტურმა ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეებ და დამთვალიერებლებს წარუდგინა ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროში არსებული მომსახურების სხვადასხვა  პროდუქტების და საქართველოში არსებული ბალნეოლოგიური კურორტების შესახებ. უკვე გამოითქვა მზადყოფნა აღნიშნულ სფეროში, საქართველოს პროვაიდერებთან აქტიურ ითანამშრომლობასთან დაკავშირებით.

სამედიცინო ტურიზმის შესახებ არსებული ინფორმაციის თანახმად, ათასობით ქუვეითის მოქალაქე მიემგზავრება ყოველწლიურად ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან   უცხოეთში სამკურნალოდ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 3 4 5
7 9 10 11 12 13
14 15 16 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ