ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

ქუვეითის სახელმწიფოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნია საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან მოქმედი პასპორტი ხმის მიცემა შეუძლიათ, თუ მიმდინარე წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, დადგებიან საკონსულო აღრიცხვაზე ელ-ქუვეითში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია:

  • - ვებ-გვერდის საშუალებით...: www.geoconsul.gov.ge
  • - საკონსულო სამსახურში პირადად გამოცხადების გზით.

საარჩევნო უბანი #48 გაიხსნება 2016 წლის 8 ოქტომბერს ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შენობაში შემდეგ მისამართზე: მდებარეობა: ქუვეითი, ქ. ალ-ქუვეითი მისამართი : Qurtoba, Block 2, 1-st street area, Avenue 3, Villa 6, Kuwait City, Kuwait

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოქალაქის მიერ საკონსულო სამსახურისათვის რაიმე მომსახურების მიღების მიზნით მიმართვა ავტომატურად არ გულისხმობს მის მიერ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას. საკონსულო აღრიცხვა არის დამოუკიდებელი პროცედურა და აღნიშნულთან დაკავშირებით საჭიროა მოქალაქის ნების ცალკე გამოხატვა. შესაბამისად, ყველა მოქალაქეს ვთხოვთ, საკონსულო სამსახურში გადაამოწმოს, იმყოფება თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 9 10 11
12 13 14 15 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ