საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის კონკურსის „ანიდან ჰოემდე“ გამოცხადების თაობაზე

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, გამოცხადდა კონკურსი „ანიდან ჰოემდე“. კონკურსს ახორციელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის

ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

კონკურსი ვიდეორგოლებისა და ესეების ნომინაციებისგან შედგება: ესეების ნომინაცი გულისხმობს მოსწავლეების მიერ ქართული ანბანისა და ენის თემაზე ესეს მომზადებას, მეორე ნომინაცია კი - ამავე თემაზე ვიდეორგოლის შექმნას. კონკურსის შედეგად, თითოეუ ნომინაციაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. გამარჯვებული მოსწავლეები საჩუქრა მიიღებენ სერტიფიკატებს, ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ ერთწლიანი მომსახურები ვაუჩერსა და სხვადასხვა სახის სამახსოვრო საჩუქრებს.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 10-17 წლის ახალგაზრდებს – უცხოეთი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთის სკოლებშ იღებენ განათლებას. - საკონკურსო ნამუშევრები (ესე, ვიდეორგოლი) შესრულებული უნდა იყოს ქართუ ენაზე და ასახავდეს ქართულ ანბანთან დაკავშირებულ თემებს, მათ შორის - მოსწავლი სუბიექტურ დამოკიდებულებას ქართულ ენასა და ანბანთან. - საკონკურსო ესე უნდა იყოს აკრეფილი შრიფტით Sylfaen (შრიფტის ზომა − 11, ინტერვალი − 1.5) არაუმეტეს ორი ნაბეჭდი გვერდისა. საკონკურსო ესეს ცალკ დოკუმენტად უნდა ერთოდეს საკონკურსო განაცხადი (ფორმა N1). - ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. საკონკურს ვიდეორგოლს ცალკე დოკუმენტად უნდა ერთოდეს საკონკურსო განაცხადი (ფორმა N1). - ერთ კონკურსანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ ნომინაციაში.

 

კონკურსის ვადები:

საკონკურსო განაცხადები (ესე ან ვიდეორგოლი, ფორმა N1) მიიღება 2021 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. - განაცხადი უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] - საუკეთესო ესეებისა და ვიდეორგოლების გამოვლენა და ავტორთა დაჯილდოება მოხდება 2021 წლის 20-25 დეკემბერს, მეცნიერების კვირეულის ფარგლებში.

 

 

ფორმა N1

 

კონკურსში მონაწილეობის განაცხადი

 

ინფორმაცია კონკურსში მონაწილისა და ხელმძღვანელის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ

სახელი და გვარი

დაბადების თარიღი

(რიცხვი, თვე, წელი)

ქვეყანა, ქალაქი, მისამართი

ელფოსტის მისამართი

კონკურსანტის ხელმძღვანელის სახელი, გვარი

კონკურსანტის ხელმძღვანელის ელფოსტა

 

ინფორმაცია ნამუშევრის შესახებ

ნამუშევარი*

ესე

ვიდეორგოლი

 

 

*მონიშნეთ შესაბამისი გრაფა