საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება 2021

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA 2-ს ( მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროექტზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებას და იმიჯის პოპულარიზაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2021 წლის დეკემბერში მართავს რიგით მესამე ღონისძიებას სახელწოდებით - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“,  რომლის მიზანია ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების აღიარება.

პროგრამის თანახმად, მაღალ-პროფილური დიასპორის ნომინირება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:
  • მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
  • ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
  • საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის
  • სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის
  • საქართველოს უცხოელი მეგობარი
კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 13 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ გადმოტვირთოთ ნომინაციის ფორმა.

გთხოვთ შევსებული ნომინაციის ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]