საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან

2021 წლის 2 ნოემბერს ქუვეითში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა zoom-ის პლატფორმით, მათი თხოვნით, ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო ქუვეითის ორმხრივ ურთიერთობებს, ქუვეითში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქუვეითის განათლების სისტემას, ისტორიას, კანონმდებლობას, ეკონომიკას, ქუვეითში მცხოვრებ ქართულ დიასპორას და სტუდენტებისთვის აქტუალურ სხვა საკითხებს.

ელჩმა პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებს და მსმენელებს გაუზიარა თავისი სამუშაო გამოცდილება.