საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ქუვეითში კონსტანტინე ჟღენტმა გამართა შეხვედრა ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილესთან ევროპის საკითხებში

2021 წლის 25 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითში კონსტანტინე ჟღენტმა, შეხვედრა გამართა ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილესთან ევროპის საკითხებში ბატონ ვალიდ ალ ხობეიზისთან. შეხვედრის დროს, ქუვეითის მხარის თხოვნით, განხილული იქნა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ასევე საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური და კონომიკური ურთიერთობების ასპექტები.