საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
დიასპორული საინფორმაციო ბიულეტენი
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის
დიასპორა
საკონსულო ინფორმაცია
e-Visa
საკონსულო მომსახურებები
მისამართი და მიღების საათები
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
საპარლამენტო არჩევნები 2020
დახმარება სამშობლოში დასაბრუნებლად
საკონტაქტო ინფორმაცია
დავით ზალკალიანმა მაღალი დონის მინისტერიალზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე ისაუბრა
15 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მინისტერიალში, რომელიც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში დაუსაბუთებელი/თვითნებური დაკავების წინააღმდეგ შემუშავებული დეკლარაციის (Declaration Against the Use of Arbitrary Detention in State-to State Relations) მიღებას მიეძღვნა.
ღონისძიება ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მათ შორის კანადის (ორგანიზატორი ქვეყანა), ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
დავით ზალკალიანმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებაა. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე და ხაზი გაესვა საოკუპაციო რეჟიმების მიერ ზაზა გახელაძისა და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ უკანონო დაკავებებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის ეთნიკური ნიშნით, ასევე მიმდინარე ოკუპაციაზე, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც მკაფიოდ დასტურდება ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით. დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტერიალზე მიღებული დეკლარაცია, უცხო ქვეყნის მთავრობებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით მოქალაქეების უკანონო დაკავებების აღსაკვეთად წინ გადადგმული, ქმედითი ნაბიჯი იქნება აღნიშნული გამოწვევის აღმოფხვრის მიზნით.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი