საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე ჟღენტის შეხვედრა ქუვეითში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან

26.01.2020 ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში მიმდინარე წლის 24 იანვარს გაიმართა შეხვედრა ქუვეითში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

შეხვედრაზე თანამემამულეებს მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითის სახელმწიფოში კონსტანტინე ჟღენტმა. ელჩმა ისაუბრა საელჩოს საქმიანობის შესახებ.

 ღონისძიების მონაწილეებს საელჩოს მრჩეეველმა იოსებ გამგონიძემ გააცნო ქართული დიასპორისათვის შექმნილი ვებ-გვერდი, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების, პროექტების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, რამაც სტუმრების ინტერესი გამოიწვია.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ მსგავი სახის შეხვედრები გაგრძელდება და ისინი გაიმართება ყოველი შემდეგი თვის ბოლო პარასკევს.