საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და ქუვეითს შორის გაფორმდა „მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმი

27.11.2109 - ლონდონში გამართულ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 31- სესიის ფარგლებში საქართველოსა და ქუვეითს შორის გაფორმდა „მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმი.

                მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა, ხოლო ქუვეითის მხრიდან  კომუნიკაციების მინისტრის მოადგილის თანაშემწემ ადელ ჰუსეინ ალ დაშტიმ.

                შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და განიხილეს საქართველოს შესაძლებლობა კვალიფიციური მეზღვაურებით მომარაგდეს ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავი გემები.

                სააგენტოს დირექტორის მხრიდან ხაზგასმული იქნა ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი და მომზადების მაღალი დონე ზღვაოსნობისთვის საჭირო სხვა უნარებთან ერთად.

                დღეს კიდევ ერთი ქვეყნის დასაქმების ბაზარი გაიხსნა საქართველოს მეზღვაურებისთვის” - განაცხადა თამარ იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ.