საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითის სახელმწიფოში კონსტანტინე ჟღენტმა ქუვეითის ემირს რწმუნებათა სიგელი გადასცა

18.11.2019 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითის სახელმწიფოში კონსტანტინე ჟღენტმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა მის უმაღლესობა ქუვეითის ემირს  შეიხ საბაჰ ალ აჰმად ალ ჯაბერ ალ საბაჰს. გადაცემის საზეიმო ცერემონიის შემდეგ ემირმა თავის სიტყვაში აღნიშნა რომ მისი ქვეყანა დიდად აფასებს ქუვეითსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მიესალმება ქუვეითსა და სქართველოს შორის ურთიერთობების შემგომ განვითარებას, მათ შორის ხაზი გაესვა სავაჭრო ეკონომიკურ და ტურიზმის სექტორში არსებულ თანამშრომლობას. საქართველოს ელჩმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ქუვეითის ემირს მისი ქვეყნის პოზიტიურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით საქართველოს   სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ცერემონიას ქუვეითის მხრიდან ესწრებოდნენ ქუვეითის მთავრობის ოფიციალური პირები. ქართული მხრიდან ცერემონიას  ესწრებოდა საელჩოს მრჩეველი იოსებ გამგონიძე. დასასრულს, ქუვეითის ემირმა საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.