საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს

01.10.2019 - საქართველოს ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითის სახელმწიფოში კონსტანტინე ჟღენტმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ქუვეითის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ საბაჰ ალ ხალედ ალ საბაჰს. ცერემონიას ესწრებოდნენ ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალედ სულეიმან ალ-ჯარალა, მინისტრის თანაშემწე პროტოკოლის საკითხებში დარი ალ აჯრანი, ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის დირექტორის მოადგილე სალეჰ ალ-ლოგანი. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა საელჩოს მრჩეველი იოსებ გამგონიძე.შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ქუვეითს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.